წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს “ვებსენსი” (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ შპს “ვებსენსი” ვებგვერდის გამოყენებას და მომსახურებით სარგებლობას. კომპანიის ან/და პარტნიორ(ებ)ის ვებ-გვერდ(ებ)ი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც შპს „ვებსენსი“ პლატფორმა.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.
კომპანიის მომსახურებით სარგებლობით თქვენ ასევე ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას.
ვინაიდან მომხმარებელს სურს, ისარგებლოს კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით და კომპანიის მიზანია გაუწიოს მომხმარებელს ამგვარი მომსახურება, კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მომხმარებლის მიერ მოხდება კომპანიის შემოთავაზებული მომსახურებებით სარგებლობა და მისი შეწყვეტა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს შპს „ვებსენსი“ პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, შეიტანოს მასში ცვლილებები წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ფორმით.
2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
2.1 პირადი ანგარიში - ნიშნავს მომხმარებლის მიერ შპს „ვებსენსი“ პარტნიორ(ებ)ის ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშ(ებ)ს;
2.2 ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას;
2.3 გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე ან კომპანიის მიერ შერჩეული ნებისმიერი სხვა ფორმით;
2.4 ვებგვერდი - ნიშნავს კომპანიის ვებ-გვერდს, განთავსებულს მისამართზე: www.webhr.ge;
2.5 კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს შპს „ვებსენსი”, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405434855 რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქ. N26;
2.6 მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს ჩვენი პარტნიორ(ებ)ის ვებ-გვერდ(ებ)ზე ან/და პლატფორმ(ა)(ებ)ზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, ცალ-ცალკე და ერთად;
2.7 მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მომხმარებლებს;
2.8 პლატფორმა - პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კომპანიის ან პარტნიორ(ებ)ის ვებგვერდს ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;
2.9 შპს „ვებსენსი“ პარტნიორ(ებ)ი/პარტნიორ(ებ)ი - ნიშნავს წინამდებარე წესების მომხმარებლის მიერ გაცნობის მომენტისათვის ჩვენი კომპანიის სხვა სერვისებს, აგრეთვე ყველა იმ კომპანიას, რომელიც შემდგომ გახდება SENSE GROUP-ის ჯგუფის წევრი.
2.10 საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2.11 ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის გამოყენებით მის პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
2.12 უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ კომპანიის პარტნიორ(ებ)ისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (მათ შორის, სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პირადი ნომერი/საიდენტიციკაციო კოდი, დაბადების/რეგისტრაციის თარიღი, მისამართი (ფაქტობრივი და მიწოდების), რომელთა იგი უთითებს პარტნიორ(ებ)ის იდენტიფიკაციის სისტემ(ებ)ში და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის პარტნიორ(ებ)ის რიგი მომსახურებებით ან/და პროდუქტით;
2.13 წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიის პარტნიორ(ებ)მა შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის/მომსახურების მისაღებად;
2.14 ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
3. განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
3.1 ყოველი მომხმარებელი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არც ერთი მომხმარებელი არ წარმოადგენს კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ კომპანიის პარტნიორ(ებ)ის ვებ-გვერდ(ებ)სა ან/და პლატფორმ(ა)(ებ)ზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსა და სისწორეზე, აგრეთვე ერთი მომხმარებლის მიერ მეორე მომხმარებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მისამართით განხორციელებულ ქმედებებზე;
3.2 კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
3.3 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი.
3.4 გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს შპს „ვებსენსის“ ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
3.5 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
3.6 გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
3.7 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
3.8 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
3.9 კომპანიის პარტნიორ(ებ)ის ვებ-გვერდ(ებ)ზე პირადი ანგარიშ(ებ)ის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
3.10 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული შპს „ვებსენსი“ ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ შპს „ვებსენსისთვის“ ან/და მისი პარტნიორ(ებ)ისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
3.11 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
3.12 თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, შპს „ვებსენსმა“ მის მიერ პარტნიორ(ებ)ისთვის გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
3.13 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
3.14 კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
3.15 მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:
3.15.1 არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;
3.15.2 არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
3.15.3 არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
3.15.4 შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
3.15.5 მომხმარებელს ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი ვებგვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მომხარებელს კომპანიისგან ნებართვა არ მიუღია.
3.16 კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:
3.16.1 მომხმარებლის მიერ პარტნიორ(ებ)ის ვებ-გვერდ(ებ)ზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე; აგრეთვე, აღნიშნულის საფუძველზე არაჯეროვანი შესრულებლით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
3.16.2 მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და მისი(ინფორმაციის) უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
3.16.3 მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
3.17 მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
3.18.1 ვებგვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
3.18.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
3.18.3 იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ ვებგვერდზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას ან პასუხისმგებლობას, ან რაიმე სხვა ვებგვერდებზე, რომლებიც დაკავშირებულია და ჩვენ პირდაპირ/აშკარად ვაცხადებთ ასეთი მოწონების ან წარმომადგენლობის შესახებ. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.
4. მომსახურება და სარგებლობის პირობები
4.1 კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია/ავტორიზაცია კომპანიის პარტნიორ(ებ)ის ვებ-გვერ(ებ)ზე და დაეთანხმოს კომპანიისთვის მომხმარებლის ინფორმაციის გაზიარებას. რეგისტრაციის/ავტორიზაციის პროცესში ამგვარი თანხმობის გაცხადებით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე პირობებსა და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას.
4.2 კომპანიის მომსახურება გულისხმობს მომხმარებლის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე პარტნიორ(ებ)ის პლატფორმ(ებ)ზე მომხმარებლის ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური ინფორმაციის) შეგროვებასა და დამუშავებას მისთვის (მომხმარებლისთვის) საინტერესო და მასზე (მომხმარებელზე) მორგებული მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზების, აგრეთვე მასთან კომუნიკაციის მიზნით.
4.3 კომპანიისთვის ინფორმაციის გაზიარებაზე თანხმობის მონიშვნით მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას, პარტნიორ(ებ)ისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის (პარტნიორის) პლატფორმ(ა)(ებ)ზე მომხმარებლის მიერ განთავსებული (მათ შორის, პერსონალური) ინფორმაცია, აგრეთვე მომხმარებლის ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების თაობაზე იმ პირობით, რომ ამგვარი ინფორმაცია საჭირო და აუცილებელია კომპანიის მიერ მომსახურების ჯეროვნად ან/და ეფექტურად გაწევისათვის ან/და მარკეტინგული მიზნებისათვის.
4.4 მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.
4.5 მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
4.6 მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუკავშირდეს კომპანიას და მოითხოვოს კომპანიის მიერ მასთან (მომხმარებელთან) დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა; თავის მხრივ, კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, შეწყვიტოს ინფორმაციის დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაში განსაზღვრული წესების შესაბამისად.
5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
5.1 მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ მის [მომხმარებლის] მიერ პარტნიორ(ებ)ის მომსახურებით სარგებლობისათვის კომპანიის პარტნიორები იყენებენ უნივერსალურ იდენტიფიკატორებს;
5.2 მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის თითოეულმა პარტნიორმა შესაძლებელია ნებისმიერ დროს განსაზღვროს დამატებითი ან/და განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორი, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით შესაბამისი პარტნიორის მიერ.
6. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
6.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
6.2 ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ კომპანიის ან/და კომპანიის რომელიმე პარტნიორის ვებგვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
6.3 კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.
6.4 კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.
6.5 თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
6.6 თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან ვებგვერდს, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
7.6.1 კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
7.6.2 თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
8.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი რომელიმე პარტნიორის პლაფტორმაზე თანხმობას განაცხადებს ინფორმაციის შპს „ვებსენსისთვის“ გაზიარებაზე, რაც ჩაითვლება ამ წესებსა და პირობებზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობად. ხელშეკრულება ძალაში რჩება მომხმარებლის მიერ ამგვარი თანხმობის გამოთხოვამდე.
8.2 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
9.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
9.2 მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი;
9. პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა
10.1 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას. პარტნიორ(ებ)ის პლატფორმაზე ინფორმაციის შპს „ვებსენსისთვის“ გაზიარებაზე თანხმობის მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით ან/და მომსახურებით სარგებლობის ყველა პირობას.
10.2 პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.
10. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
11.1 წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. იმ შემთხვევაში, თუ პირობებში ცვლილების განხორციელებული რომელიმე ცვლილება არ არის განხორციელებული მომხმარებლის სასარგებლოდ, რაიმე ფორმით აუარესებს მის მდგომარეობას ან/და აკისრებს მას დამატებით პასუხისმგებლობას, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა ამ წესებისა და პირობების 13.5 პუნქტის შესაბამისად.
11. ერთიანი ხელშეკრულება
12.1 წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებგვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებგვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
12. გარდამავალი დებულებები
13.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
13.2. კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
13.3. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
13.4. კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში; მომხმარებელს, ამგვარი ცვლილების შესახებ ეცნობება კომპანიის ვებგვერდზე განთავსების გზით.
13.5. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების პირობების ცვლილებას კომპანია განახორციელებს მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია არ არის ვალდებული წინასწარ აცნობოს მომხმარებელს ცვლილების შესახებ. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მომხმარებელს ცვლილების შემდგომ კომპანიის პარტნიორ(ებ)ის ვებგვერდ(ებ)ის პირველივე გამოყენებისას გამოუჩნდება ფანჯარა განახლებული წესებითა და პირობებით/პერსონალურ მონაცემებთა დამუშავების პოლიტიკ(ებ)ით; მომხმარებელი კომპანიის მომსახურებით სარგებლობის გაგრძელებას შეძლებს მხოლოდ თანხმობის ხელახლა გაცხადების შემდეგ;
13.6. მომხმარებელი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
13.7. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით;
მომხმარებელი წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადებით ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აგრეთვე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას.