პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა
როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება შპს “ვებსენსის” მიერ
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით შპს „ვებსენსი“ (ს/კ 405434855, მისამართი ს. ცინცაძის ქ.26, საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected]) (შემდგომში „კომპანია“) არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია იცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია თქვენი თანხმობის საფუძველზე მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში და რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება
ჩვენ, შპს „ვებსენსი“-ს გუნდი, გპირდებით, რომ:
ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
როგორ გიცავთ კანონი
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
მონაცემთა დამუშავების მიზანი;
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო კანონმდებლობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობიდან.
აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის მოპოვებული გვაქვს თქვენი თანხმობა ან/და კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.
კომპანიას აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ.
პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები
ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას და ვაჯგუფებთ მას შემდეგნაირად:
პერსონალური ინფორმაციის ტიპების აღწერილობა
სახელშეკრულებო
დეტალური ინფორმაცია ჩვენი პარტნიორ(ებ)ის მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ
ლოკაციური
მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კომპანიამ ჩვენი პარტნიორ(ებ)ისგან მოიპოვოს თქვენი თანხმობით, თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან, ან იმ ობიექტის ადგილმდებარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს
ქცევითი
დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენი პარტნიორ(ებ)ის პროდუქტებს და მომსახურებას
ტექნიკური
ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ
საკომუნიკაციო
ინფორმაცია, რომელსაც კომპანია მოიპოვებს თქვენი ელექტრონული წერილებიდან, თქვენსა და ჩვენს პარტნიორ(ებ)ს შორის განხორციელებული კომუნიკაციისას, თქვენსა და კომპანიას შორის განხორციელებული სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით.
რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას
თქვენს შესახებ ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური ინფორმაციის) მოპოვება ხდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, პარტნიორ(ებ)ისგან ინფორმაციის გამოთხოვნის გზით. ჩვენ პარტნიორ(ებ)ისგან გამოვითხოვთ ინფორმაციას:
მათ პლატფორმაზე რეგისტრაციისას თქვენ მიერ მითითებული მონაცემების (მ.შ პერსონალური ინფორმაციის) შესახებ;
თქვენი პირადი ანგარიშით განხორციელებული ოპერაციების შესახებ;
მათ პლატფორმაზე თქვენ მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების შესახებ;
მათსა და თქვენს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ;
ინფორმაციას მოვიპოვებთ აგრეთვე იმ შემთხვევაში:
როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ან ჩვენი პარტნიორ(ებ)ის ვებგვერდ(ებ)ს;
როცა გვიგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებგვერდზე ვიზიტორების, ისევე როგორც რეგისტრირებული მომხმარებლების ქცევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებგვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.
ჩვენს ვებგვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, ვიზიტორებისა ან/და მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:
IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი, საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა.
ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მოხდა: ვებგვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.
ვებგვერდის გამოყენებისას, თქვენ გეცნობებათ, რომ ხორციელდება მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვება. თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება თქვენს თანხმობად ამგვარ დაკვირვებაზე.
ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით, არამედ შესაძლებელია გამოვიყენოთ მომსახურების ხარისხის სრულყოფისათვის ან/და ვებ-გვერდზე მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს, თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-ს ფაილებს.
მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენე
პარტნიორ(ებ)ისთვის გასაზიარებლად, რათა მათ, შპს „ვებსენსის“ მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე შეძლონ თქვენთვის საინტერესო და თქვენზე მორგებული პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება;
ვებგვერდის სტატისტიკის საწარმოებლად, პროცესების, ველების და ვებგვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის, აგრეთვე ვებგვერდით სარგებლობის ინტენსივობის გაზრდის მიზნით;
ვებგვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით;
ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;
ვებგვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად;
ვებგვერდის და მისი კომპონენტების მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით ადაპტირების მიზნით;
თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;
იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებთ თქვენ ჩვენი პარტნიორ(ებ)ის პროდუქტებსა და მომსახურებას;
ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციებსა და კორპორატიულ მმართველობას;
მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად;
ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად, თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებგვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად;
ჩვენი მიზანი:
მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;
პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება, ამასთან დაკავშირებით პარტნიორ(ებ)ის ინფორმირება თქვენი საჭიროებების და სურვილების თაობაზე;
ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის კლიენტთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;
ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
შპს „ვებსენსი“ თქვენს შესახებ შეგროვებულ და დამუშავებულ ინფორმაციას (მათ შორის, პერსონალურ მონაცემებს) არ უზიარებს მესამე მხარეს და იყენებს მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის;
შპს „ვებსენსი“ უფლებამოსილია მომხმარებლისათვის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით შეთავაზებების გაგზავნის მიზნებისთვის საჭირო ინფორმაცია (მ.შ. კლიენტის პერსონალური ინფორმაცია), მიაწოდოს შპს „ვებსენსი“-თან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ სატელეკომუნიკაციო (მობილურ) ოპერატორ(ებ)ს, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა და არ დაამუშავონ სხვა მიზნებისთვის;
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.
თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი ინფორმაცია ბიზნესის გადაცემის დროს
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად. ამ შემთხვევაში ჩვენი სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკა.
ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებგვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებგვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.
ვებგვერდზე თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად.
ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
გაცნობებთ, რომ ჩვენი ვებგვერდის/მომსახურების გამოყენებით თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics.
მესამე მხარე ვებგვერდების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა
წინამდებარე პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ პარტნიორ(ებ)ისგან თქვენი თანხმობის საფუძველზე. სხვა ვებგვერდებს, რომლებზე გადამისამართებაც შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდან, საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და მონაცემთა კრებული, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები აქვთ. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე, შესაბამისად მოგიწოდებთ, თქვენი ინფორმაციის გაცემამდე ყურადღებით გაეცნოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკ(ებ)ს.
რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში;
აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ვადით, რა ვადაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად:
● კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
● იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით
● შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით
თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.
ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე პოლიტიკა. პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე / აპლიკაციაში და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ამასთან, წინამდებარე პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. თქვენი ვალდებულებაა, პერიოდულად შეამოწმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა.
თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
1) მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
2) პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში;
3) ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა გვაცნობოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected], ან პარტნიორი კომპანიის ვებ-გვერდიდან გათიშოთ გაზიარება. [email protected] ელექტრონულ მისამართზე განცხადების დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების დამუშავება; თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვთ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის შესაბამისი მომსახურებების მიღება.
4) უარი განაცხადოთ ავტომატური საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მონაცემების გამოყენებაზე (მათ შორის პროფაილინგზე), რასთან დაკავშირებითაც წერილობით უნდა გვაცნობოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected]; ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების ამგვარი დამუშავება;
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:
მარკეტინგი
ჩვენ თქვენს პირადი მონაცემებს ვიყენებთ თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად.
ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ პარტნიორ(ებ)ის საშუალებით, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით.
ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.
ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს თავად გათიშოთ ან დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ასეთი მოთხოვნის დაფიქსირება შეგიძლიათ მარკეტინგული შეტყობინების შემცველი შეტყობინების ბოლოს, გამოწერის გაუქმების (unsubscribe) ღილაკის მონიშვნით.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:
თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.